მთავარი ვინ ვართ ჩვენ სიახლე რას ვაკეთებთ ძირითადი სტრატეგიები სამშვიდობო ინიციატივები ფოტო გალერეა კონტაქტი
GEEN

25-11-2020  |  16 აქტიური დღე

„16 აქტიური დღე გენდერულ ძალადობის წინააღმდეგ” არის  საერთაშორისო კამპანია, რომელიც მთელ მსოფლიოში აღინიშნება 1991 წლიდან. 

კამპანია დაფუძნდა ქალთა ლიდერობის პირველი ინსტიტუტის მიერ, ქალთა გლობალური ლიდერობის ცენტრის დაფინანსებით. ინიციატივის დამფუძნებლებმა  თარიღებად შეარჩიეს 25 ნომბერი ქალის მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე და 10 დეკემბერი - ადამიანის საყოველთაო უფლებების დაცვის  საერთაშორისო დღე,  რათა სიმბოლურად დაეკავშირებინათ ქალთა მიმართ ძალადობა ადამიანის საყოველთაო უფლებების დაცვასთან და ხაზი გაესვათ, რომ ამგვარი ძალადობა ადამიანის უფლებების დარღვევას წარმოადგენს. ამასთან, ეს 16 დღიანი პერიოდი ხაზს უსვამს სხვა ისეთ მნიშვნელოვან თარიღებსაც, როგორიცაა: 29 ნოემბერი - ქალთა უფლებების დამცველთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1 დეკემბერი - შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე და 6 დეკემბერი-მონრეალში ქალთა  სატიკი მკვლელობის დღე. 

"16 დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინაარმდეგ"  მიზანად ისახვს გენდერული ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრას საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების გზით და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ქალთა სოლიდარობის დემონსტრირებას  მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 

ჩვენი ორგანიზაცია ყოველწლიურად აღნიშნავს 16 დღიანი კამპანიას გენდერული ძალადობის წინაარმდეგ. 2020 წლის 16 აქტიური დღის ფარგლებში ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ონლაინ კონფერენციების, ტრენინგების და ვერქშოფების ჩატარება.  აღნიშვნული ღონისძიებების განხორციელება მოხდება ქვეყანაში არსებული იმ  შეზღუდვების და გამოწვევების გათვალისწინებით, რომლებიც წარმოიშვა კოვიდ -19 პანდემიის გამო.

 

ნანახია: 798
უკან